GAU-ს კურსდამთავრებულები

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტზე, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი...

პროფესორები და ლექტორები

მანანა ტაბიძე 2001 წლიდან არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და ამერიკის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტთა შემსწავლელი ცენტრების "ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი დაგეგმვის საერთაშორისო კონსორციუმის” ინდივიდუალურ წევრად...

საჯარო ლექცია ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე

28 ნოემბერს, ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე გაუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ნიცის უნივერსიტეტის პროფესორი (სოფია ანტიპოლისის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი) ალექსანდრე დიურანი ეწვია. საუბარი საერთაშორისო ურთიერთობებში, ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში სპორტის როლს დაეთმო. ეს არის კრიზისული სიტუაციების განმუხტვისა და კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთი აპრობირებული საშუალება.

სპორტი აერთიანებს დაპირისპირებულ მხარეებს, ერთობლივი მატჩები თუ შეჯიბრებები, საერთო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ბაზების მშენებლობა ურთიერთობის აღდგენისა და მოგვარების კარგი დასაწყისია. ლექცია ინტერაქტიური იყო და სახელმწიფოთა თუ შიდა ურთიერთობის სხვადასხვა ინოვაციურ საშუალებას ეხებოდა. დისკუსიისას სტუდენტებმა შეკითხვები ძირითადად საქართველოს მაგალითებზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე დასვეს. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ალექსანდრე დიურანთან თანამშრომლობას  მომავალშიც განაგრძნობს.

საჯარო ლექცია ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე საჯარო ლექცია ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე
საჯარო ლექცია ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე საჯარო ლექცია ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე
საჯარო ლექცია ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე საჯარო ლექცია ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე