GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო

"რომ არა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულმა კლინიკამ მომცა, ალბათ გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში..."

პროფესორები და ლექტორები

ირმა მახათაძეს აქვს იურისტად მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. 1984-1989 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე...

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდისა და სასამართლო რეფორმის განვითარების პროცესში.

შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, პროცედურები გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219.6 მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებად საქართველოს პარლამენტს წარმოუდგენს უნივერსიტეტში მოღვაწე შემდეგ პროფესორებს: მაკა კვაჭაძე, ირმა მახათაძე, ზურაბ ჯიბღაშვილი