GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე 2014 წელს საერთაშორისო სამართლის განხრით. სწავლის პერიოდში დავიწყე მუშაობა გაუ-ში სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერად. გაუ-ს უდიდეს...

პროფესორები და ლექტორები

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის...

GAU - სტუდენტური ოლიმპიადა 2016

როგორც იცით GAU აქტიურად მონაწილეობს თბილისის სტუდენურ ოლიმიადაში. ჩვენი სტუდენტები სპორტის 6-ივე სახეობაში იბრძვიან გამარჯვებისთვის. 
 
პირველ მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. 18 ოქტომბერს თბილისის სტუდენტური ოლიმპიადის ფარგლებში პირველი ტურნირი გაიმართა ფეხბურთში. ერთმანეთს 2-2 გუნდი შეეჯიბრა: SWAG (GAU) და TSSU , GAUტანე და TSU- ს Essepondeas. 
 
მიუხედავად იმისა, რომ GAUელმა სპორტსმენებმა ღირსეული კონკურენცია გაუწიეს მოწინააღმდეგე გუნდს, SWAG-მა ვერ შეძლო შემდგომ ტურში გადასვლა. ჩვენ ვულოცავთ SWAG-ს ოლიმპიადაში მონაწილეობას და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი უგულშემატკივრებენ დანარჩენ GAUელ ოლიმპიელებს.
 
GAU-ს გამარჯვება მოუტანეს "GAUტანე"-ს მოთამაშეებმა:
ჯუბა მღებრიშვილმა, 
შმაგი გაბულდანმა, 
ნიკა დარცმელიძემ, 
შაკო გეთიამ, 
შოთა კობიაშვილმა, 
ლევან ბურუაშვილმა, 
გიორგი ესაბუამ, 
აჩი ასათიანმა, 
თემო დანელიამ 
და ლეონარდო გაბოუნიამ 
 
15-5  -ით დაამარცხეს TSSU-ს გუნდი. 
 
კარგი სტარტი ყოველთვის დადებითად აისახება ფინიშზე. 
სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ GAUელი ოლიმპიელები გამარჯვებას მოუტანენ თავიანთ უნვერსიტეტს,  არა მარტო ფეხბურთში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც. 
 
მთავარია შემართება, გამარჯვების სურვილი და გულშემატკივრების მხარდაჭერა!
 
გულშემატკივრებისთვის შექმნილია დახურული ჯგუფი, სადაც პერიოდულად ახლდება ინფორმაცია სატურნირო ცხრილსა და შედეგებზე.
 
https://www.facebook.com/groups/690314554457981/ - შემოგვიერთდით!
#WEAREGAU
 
 
GAU - სტუდენტური ოლიმპიადა 2016 GAU - სტუდენტური ოლიმპიადა 2016
GAU - სტუდენტური ოლიმპიადა 2016 GAU - სტუდენტური ოლიმპიადა 2016