GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკა Medical House

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი, ამავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე სამოქალაქო სამართლის განხრით და 2013 წელს მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო ძალიან...

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში

12 სექტემბერს (2018) GAU-ში პირველკურსელთა ტრადიციული მიღება გაიმართა. მორთული ეზო, GAUბენდის ცოცხალი მუსიკა, პრეზიდენტის რ. მაიკლ ქაუგილის მისალმება, მხიარული განწყობა, საზეიმო ტორტი, ბრენდირებული საჩუქრები და სიურპრიზები - ეს ის დეტალებია, რომლებიც რეგისტრაციის დღეს და პირველ შთაბეჭდილებას პოზიტიურ მოგონებად აქცევს. ყველაზე მთავარი კი ახალი GAUელების მომღიმარე სახეები და მოტივირებული განწყობა იყო!

ამ დღეს ყოველთვის მოუთმენლად ველით, მადლობას ვუხდით ჩვენს სტუდენტებს, GAU PR კლუბის წევრებს. ეს ის GAUელები არიან ვინც აქტიურად მუშაობენ GAU-ში გამართულ ყველა ღონისძიებაზე და დიდი წვლილი შეაქვთ GAU-ს საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებაში. მათი დამსახურებით GAU-ში ყოველი დღე უფრო და უფრო ლამაზდება. განსაკუთრებული მადლობა კი GAUბენდს, რომელიც GAU-ს გულია! ყოველ ღონისძიებას სასიამოვნო მუსისკით აფორმებენ.

დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერს მეტრომარტს, Metromart • მეტრომარტი რომელიც ღონისძიების სპონსორი გახლდათ. მათ დააჯილდოვეს თითოეულ ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით ჩარიცხული სტუდენტები.

უკვე GAUელებო, გისურვებთ აგისრულდეთ ყველა ის სურვილი, რომელიც ჰელიუმის ბუშტებით GAUშვით ჰაერში და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!

პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში
პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში