GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

GAU-ში არანაირი შრომა არ რჩება დაუფასებელი. პირადად მე მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში GAU-ს 100 %-იანი გრანტის მფლობელი ვიყავი და საშუალება მქონდა ამ დონის განათლება უფასოდ მიმეღო, რაშიც ისევ და ისევ GAU-ში შეძენილი ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობის უნარი მეხმარებოდა...

პროფესორები და ლექტორები

გიორგი გორაძე არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.

გაცნობითი ტური სოციალურ საწარმოებში გაუ-ს სტუდენტებისათვის

11 ოქტომბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 16 სტუდენტი პროექტის - "სტუდენტები სოციალური ცვლილებებისათვის 2013" - ფარგლებში, ესტუმრა 3 სოციალურ საწარმოს:

1. "ისტორიალი"
2. "Auto-Life"
3. კაფე გალერეა "რეას ციყვები"

სტუდენტები დეტალურად გაეცნენ საწარმოების საქმიანობას, მათ მიზნებსა და სამომავლო გეგმებს. სამივე საწარმოს წარმომადგენელმა ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს. ბოლო საწარმო, სადაც სტუდენტები მივიდნენ, იყო კაფე გალერეა "რეას ციყვები" რომელიც მათ გემრიელად გაუმასპინძლდა. სწორედ ამ კაფესთან არსებული სირთულეების გადალახვა მოუწევთ  გაუ-ს სტუდენტებს.

კონკურსის ფარგლებში ჯგუფებმა მიიღეს დავალება: კაფეს შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, გუნდებმა უნდა შეარჩიონ სასურველი სეგმენტები, შემდგომ მათ მოსაზიდად დაგეგმონ კომუნიკაციის ეფექტური მეთოდები და შესთავაზონ მათზე მორგებული პროდუქტი და მომსახურება. სტუდენტებს დავალების შესრულებისთვის 2 კვირა აქვთ. საკონკურსო ტურის პირველ ეტაპზე ისინი წარმოადგენენ პრეზენტაციებს. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადავლენ შემდეგ ეტაპზე.

ყველა ჯგუფს წარმატებას ვუსურვებთ დავალების შესრულებისას.

გაცნობითი ტური სოციალურ საწარმოებში გაცნობითი ტური სოციალურ საწარმოებში