GAU-ს კურსდამთავრებულები

ფინანსური ანალიტიკოსი

GAU-ს განათლების სისტემა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, გრაფიკი კი ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე დასაქმდნენ. GAU თითოეულ სტუდენტს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობი და უმზადებს მყარ საფუძველს...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა...

BMB - შემაჯამებელი პროექტების დაცვა

რატომ BMB? 

გასულ შაბათს, 12 მარტს GAU-ში ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) სტუდენტებმა წარმოადგინეს ფინალური პროექტები. ჟიურის კონტექსტში შეხვედრას ესწრებოდნენ BMB-ის ტრენერები. გარდა სერტიფიცირებისა ეს ფორმატი დატვირთულია კონკურსის შინაარსით. კერძოდ, საუკეთესო პროექტის ავტორებს, რომლებსაც ავლენენ ტრენერები, GAU პრიზის სახით გადასცემს ფულად ჯილდოს სწავლის ღირებულების ოდენობით. 

შეხვედრამ, კონკურსის შესაბამისად ინტერაქციულ და აზარტულ ფორმატში ჩაიარა. ბიზნეს პროექტების სახით წარმოდგენილი იყო ინდუსტრიების ფართო სპექტრი. საბოლოოდ თითეულმა კურსდამთავრებულმა წარმატებით გაიარა შემაჯამებელი შეხვედრა. უკვე გამოვლინდა საუკეთესო პროექტიც, რომელიც ოფიციალურად დასახელდება და ფულადი პრიზი გადაეცემა შაბათს 19 მარტს, BMB-ის გამოსაშვებ ღონისძიებაზე.

ვულოცავთ BMB-ის კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს.

BMB - შემაჯამებელი პროექტების დაცვა BMB - შემაჯამებელი პროექტების დაცვა
BMB - შემაჯამებელი პროექტების დაცვა BMB - შემაჯამებელი პროექტების დაცვა