GAU-ს კურსდამთავრებულები

"ემ გრუპი"

"მიუხედავად იმისა, რომ GAU-ში მეოთხე კურსზე გადმოვედი სხვა უნივერსიტეტიდან, ძალიან კარგად შევძელი დამენახა GAU-ს უპირატესობები: პირველ რიგში უნივერსტეტის მხრიდან ხელშეწყობა სტუდენტებისთვის, რათა მათ სწავლისთვის სამუშაოს შეთავსებაც შეძლონ; გარემო, რომელიც ძალიან მეგობრულია და, ამავე დროს, ამბიციის გამჩენი, რომ უკეთესი და წარმატებული იყო..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ბერეკაშვილი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, მანამდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტის მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში...

მადლობის სიგელები GAUელებს

7 აპრილს (2017) GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტებმა, ასევე პრეზიდენტმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები მიიღეს.
 
გამარჯვება პარტნიორობის ალიანსი/Victory Partnership Alliance​-ის დამფუძნებელმა შონ მაკლაჰიმ მადლიერება ერთობლივი პროექტის წარმატებით შესრულების გამო გამოხატა. 
 
GAU-ს სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩაერთულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცების - დღეს უკვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების - მხარდამჭერ პროექტში. ახალგაზრდებმა ინტერვიუები აიღეს მეომრებისგან და პირადად შეიტყვეს იმ ამბების შესახებ, რის თაობაზეც მხოლოდ ზედაპირულად, გადმოცემით იცოდნენ. ემოციური საუბრების და ფოტოპორტრეტების გადაღების შედეგად მომზადდა კალენდარი, 12 ჯარისკაცის 12 ამბავი.
 
2018 წლის კალენდრის წარდგინება საზოგადოებისთვის ოქტომრბის ბოლოს იგეგმება. გაყიდვიდან შემოსული თანხა ჩვენი გმირების მხარდაჭერას მოხმარდება.
 
მადლობის სიგელები GAUელებს მადლობის სიგელები GAUელებს
მადლობის სიგელები GAUელებს მადლობის სიგელები GAUელებს
მადლობის სიგელები GAUელებს მადლობის სიგელები GAUელებს