GAU-ს კურსდამთავრებულები

ელ-კომერციის საერთაშორისო კომპანია OSG

"უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებისას ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე შესწავლილი ბიზნეს კომუნიკაციებისა და მარკეტინგული ტერმინოლოგიის ფლობა..."

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

ღია კარის დღე მაგისტრანტებისთვის

GAU-ში 14 მაისს 14:00 საათზე სამაგისტრო პროგრამების მსურველთათვის გაიმართება გაცნობითი შეხვედრა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დეკანები და პრეზიდენტი პირადად უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს. 

GAU-ს სამაგისტრო პროგრამებია:

  • ბიზნესის ადმინისტრირება 
  • სამართალი 
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები 

GAU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები დეტალურად გაგაცნობენ GAUგრანტის მოქმედების პრინციპს.

სრული ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამებისა და ქულების გამოთვლის შესახებ იხილეთ GAU-ს ვებ გვერდზე:http://gau.ge/ge/news/master-program-and-gau-grant

შეხვედრები სკოლების მიხედვით ჩატარდება შემდეგ აუდიტორიებში:

  • ბიზნესის სკოლა - მეორე სართული, აუდიტორია 204 
  • სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა - პირველი სართული, აუდიტორია 105

 

GAU გელით და გისურვებთ წარმატებას!

GAUზიარეთ ინფორმაცია მეგობრებს!