GAU-ს კურსდამთავრებულები

ნოვა ტექნოლოჯი

2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის...

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა...

საერთო ღია კარის დღე კი შედგება - 6 თებერვალს 14:00 საათზე

მეგობრებო, ბევრი მოგვმართავს შეკითხვით, როდის გაიმართება GAU-ში ღია კარის დღე. აბიტურიენტებისა და მშობლებისთვის GAU-ს კარი ყოველ სამუშაო დღეს ღიაა!

საერთო ღია კარის დღე კი შედგება

6 თებერვალს 14:00 საათზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოთხივე სკოლის დეკანები და პრეზიდენტი პირადად უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

შეხვედრები სკოლების მიხედვით ჩატარდება შემდეგ აუდიტორიებში:

  • ბიზნესის სკოლა - აუდიტორია 200
  • სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა - აუდიტორია 105
  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა - 321
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა - 306

აბიტურიენტებს ელით GAU-ს სასწავლო ვაუჩერის გათამაშება და უნივერსიტეტის დათვალიერება GAU-ს ელჩებთან - ჩვენს სტუდენტებთან - ერთად

გელით და გისურვებთ წარმატებას!