GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო''

სწავლის პერიოდში, მესამე კურსზე ყოფნისას სტაჟირების გავლა დავიწყე იურიდიულ ფირმა „ელ-ფი-ეი''-ში, სადაც შეხება მქონდა უშუალოდ პრაქტიკასთან, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და უფრო დამხვეწა. მე ამაყი ვარ, რომ მქონდა საშაულება მესწავლა ისეთ პროფესორებთან როგორებიც არიან...

პროფესორები და ლექტორები

გიორგი გორაძე არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.

შეხვედრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU)

2018 წლის 17 მარტს 13: 00 საათზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტიში სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ეგიდით გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც ქართულ – აფხაზური/ ქართულ – ოსური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენა და განხილვა შედგება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.

იდეის ავტორია გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია "Berghof Peace Support";.
შეხვედრის ფასილიტატორები: ქეთევან ვასაძე – ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
დალი ვასაძე – ფსიქოლოგი; კონფლიქტის ანალიზისა და მართვის მაგისტრი;

მისამართი:ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU); 105-ე აუდიტორია, პირველი სართული. მერაბ ალექსიძის N 10.

საკონტაქტო ინფორმაცია:
93 134 133 ქეთი ვასაძე; keti-vasadze@hotmail.com
555 470 478 დალი ვასაძე; d.vasadze87@gmail.com