GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

სტუდენტობის განმავლობაში ვსარგებლობდი GAU-ს შიდა დაფინანსებით. რაც სტიმულს მაძლევდა მიმეღწია მეტი წარმატებისათვის.სტუდენტთა რეიტინგში მოწინავე პოზიციის გამო გამოსაშვებ ცერემონიაზე მომენიჭა Valedictorian-ის ტიტული, წარმოვადგინე 2014 წლის ბიზნესის კურსდამთავრებულები...

პროფესორები და ლექტორები

დინა არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში...

ადამიანის უფლებათა კვირეული GAU-ში

GAU-ღე კარი გამოწვევებს 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მუდმივად ეხმაურება საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ადამიანის უფლებათა კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტების მეტ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მოწვეული სპიკერები ტრადიციულად მათი ინტერესის გათვალისწინებით ირჩევა. GAU-ში 2-10 დეკმებერს საჯარო ლექცია-ტრენინგების ფორმატით დაგეგმილი შეხვედრები ყველა მსურველისთვის ღიაა. 

პროგრამა:

2 დეკემბერი 11.00 საათი

ქალთაძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია

გამომსვლელები: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი - თამუნა ბარკალაია; იურიდიული დეპარამენტის ხელმძღვანელი - ირმა ალადაშვილი; ერთ-ერთი ბენეფიციარი.

3 დეკემბერი 19.00 საათი

ყოველი მეათე ჩვენგანი'' - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

ვიდეო - ჰაბენ გირმას შესახებ - უსინათლო სმენის არმქონე გოგონა, რომელმაც დაამთავრა ჰარვარდი და მუშაობს ადვოკატად;

გამომსველელბი: შშმ პირების უფლებადამცველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; GAU-ს მოხალისე სტუდენტები.
 

4 დეკემბერი 19.30 საათი

WESTERN SECULARISM AND CULTURE OF TOLERANCE

Speaker: Levan Gigineishvili

 
8 დეკემბერი 19.30 საათი

უახლესი ისტორიის გამოწვევები

გამომსვლელი: რამაზ ფარესაშვილი

10 დეკემბერი 16.00 საათი  

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

გამომსვლელი: იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი

 

საჯარო ლექციები ჩატარდება აუდიტორიაში N 200 

GAU-ზიარეთ ინფორმაცია მეგობრებს

GAU-ს საჯარო ლექციები ყველასთვის ღიაა  

საკონტაქტო პირი:

ეკატერინე ტოგონიძე

ტელ: +995 599 90 60 01  
ელ-ფოსტა: ekaterinetogonidze@gau.ge