GAU-ს კურსდამთავრებულები

კომპანია სს ,,შატო მუხრანი''

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში იურისტად მუშაობისას მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილე 2500 კონკურსანტს შორის გამარჯვებულ 60 სტაჟიორს შორის ვიყავი მეც. მე ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და მიხარია რომ GAU-ს ვეკუთვნი, მისი ნაწილი ვარ და ყოველთვის ვიამაყებ ამით..."

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

GAUფრთხილდით თბილისს და GAUლამაზეთ ცხოვრება ერთმანეთს!

თბილისის მერიის ინიციატივით ქალაქის კეთილმოწყობისა და გაუმჯობესების პროცესში სტუდენტები ჩაერთვებიან. „ახალგაზრდები უკეთესი თბილისისათვის'' - ეს ინიციატივა სტუდენტების იდეების განხორციელებასა და 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებას გულისხმობს. ამისთვის უნივერსიტეტებში იქმნება ჯგუფები, რომლებიც თავიანთ პროექტებს მერიაში წარადგენენ. თემატიკა შეუზღუდავია და ქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის, ინოვაციების, ბიზნესისა და ტურიზმის ხელშეწყობას ემსახურება. საუკეთესო პროექტები მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაიხვეწება და დაფინანსდება. სტუდენტებს კი გაწეული სამუშაოსთვის სტაჟირების სერტიფიკატი გადაეცემათ.

ამ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა GAU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებთან პარასკევს 15:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზი #306 გაიმართება.

შემოგვიერთდით, ერთად დავგეგმოთ ქალაქის იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ყველას გულწრფელად გვაწუხებს.