GAU-ს კურსდამთავრებულები

JTI Caucasus LLC

GAU-ში სწავლის პერიოდში გამუდმებით მსურდა აქ შეძენილი ცოდნისა და უნარების რეალიზება. ამის შესაძლებლობა მომეცა მესამე კურსზე, როდესაც სტაჟირება დავიწყე სადაზღვევო კომპანია შპს „პსპ დაზღვევა''-ში, სადაც მალევე დამაწინაურეს და გავხდი ამ კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის სრულფასოვანი წევრი ავტო-დაზღვევის მიმართულებით...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

გააცოცხლე GAU

თუ GAUელი ხარ, ალბათ გიფიქრია, კითხვაზე: რა არის შენთვის GAU?

გიფიქრია თუ არა იმაზე, ვინ არის GAU?!

თუ არა, დროა, დაფიქრდე. თუ კი, დროა, გააცოცხლო!

GAU სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს „გააცოცხლე GAU“, რომელიც GAU-ს მასკოტის შექმნას გულისხმობს. მასკოტი ამა თუ იმ ორგანიზაციის პერსონიფიცირებული ფიგურაა, მისი სიმბოლო, გაცოცხლებული სახე. მასკოტის შესაქმნელად ხშირად იყენებენ ცხოველის, რაიმე ნივთის, გამოგონილი პერსონაჟის ან თუნდაც ადამიანის ფიგურას (მაგალისთვის ქართული სინამდვილიდან შეიძლება გავიხსენოთ „ბალი ბიჭუნა“, რომელმაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა).

მასკოტი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს ჰყავს, მონაწილეობს მის ღონისძიებებში და ზრდის მომხმარებლის კეთილგანწყობას.

კონკურსის პირობები:

  • მონაწილეობა შეუძლია ყველა GAUელს.
  • მასკოტი შესაძლოა იყოს მრავალნაირი (ნივთი, ცხოველი, გამოგონილი ფიგურა, ადამიანი), მთავარია ასახავდეს GAU-ს კონცეფციას და ხასიათს, იყოს პოზიტიური, მეგობრული, დასამახსოვრებელი და ორიგინალური.
  • თუ გაქვთ იდეა, საკმარისია დახატოთ მასკოტი ფურცელზე, გადაუღოთ ფოტო და გამოგზავნოთ მითითებულ ელექტორნულ მისამართზე. პირველ ეტაპზე არ მოგეთხოვებათ მისი დიზაინერულ პროგრამაში შესრულება. მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში კი GAU-ს დიზაინერი დაგეხმარებათ ვექტორულ-გრაფიკული (EPS) და PDF ფორმატის დიზაინის შექმნაში.
  • თითო კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე ვარიანტი.

საუკეთესო მასკოტს ჟიური გამოავლენს, გამარჯვებულს გადაეცემა:

  • KINDLE FIRE 
  • სიგელი 
  • GAU-ს სიმბოლური საჩუქრები
  • საუკეთესო ნამუშევრის მიხედვით დამზადდება ადამიანის ზომის მასკოტი და თქვენ მიერ შექმნილი ფიგურა გახდება თქვენი უნივერსიტეტის სახე!

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ნოემბერი.

საკონკურსო მასალა მოგვაწოდეთ JPEG ან PNG ფაილის სახით მეილზე: nanuka.kobakhidze@gau.ge 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ: 591 900 404 

გააცოცხლე GAU და გახდი GAU-ს მასკოტის ავტორი!

გისურვებთ წარმატებას!