GAU-ს კურსდამთავრებულები

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტზე, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი...

პროფესორები და ლექტორები

ნინო მესხიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE (სამართლებრივი განათლების ფონდი). პარალელურად მონაწილეობდა ALPE –ს მიერ განხორციელებულ 2 პროექტში: ''სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირების სამოქალაქო მხაედაჭერა” პროგრამის კოორდინატორად და ''ვსწავლობთ დემოკრატიას” პროგრამის ასისტენტი.

GAU-ს ელჩების კონკურსი

GAU-ს ელჩები სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო-საორგანიზაციო გუნდია, რომლის მიზანია GAU-ს სტუდენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი საერთო საჭიროებების გამოვლენა, სხვადასხვა ღონისძიებებისა და სპორტული აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა. სტუდენტური ელჩების გუნდში თითოეულ ფაკულტეტს თავისი წარმომადგენელი ჰყავს. შიდა აქტივობების გარდა, სტუდენტური ელჩები პერიოდულად მართავენ შეხვედრებს აბიტურიენტებთან, უზიარებენ მათ თავიანთ სტუდენტურ გამოცდილებას და ეხმარებიან უნივერსიტეტის არჩევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში. 

GAU-ს სტუდენტური ელჩების გუნდი 2016 წელს ჩამოყალიბდა. GAU-ს ელჩების წარმატებულმა მონაწილეობამ უნივერსიტეტის შიდა თუ გარე პროექტებში ნათელყო გუნდის მნიშვნელობა, როგორც GAUელების სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

 GAU-ს ელჩების მონაწილეობით/ინიციატივით განხორციელებული პროექტები:

  • GAU-ს სტუდენტური ოლიმპიადა (საუნივერსიტეტო ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ფეხბურთი, კალათბურთი, ბილიარდი, „რა სად როდის“ და სხვა)
  • GAU-ს ექსკურსიათა ციკლი
  • GAU-ს გასვლითი შეხვედრები თბილისისა და რეგიონების სკოლებში
  • და სხვა ღონისძიებები (რეგისტრაციის დღე, Welcome Party, კამპუსური დღეები და ა.შ.)

პროექტის ფარგლებში GAU აცხადებს შესარჩევ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ GAU-ს ბაკალავრიატის სტუდენტებს.

შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ თვისებებს :

  • კომუნიკაბელური / პრეზენტაბელური
  • ანალიტიკური აზროვნების უნარები
  • მოტივირებული
  • აქტიური
  • წერითი უნარ-ჩვევები
  • აკადემიური მოსწრება 

GAU-ს ელჩების გუნდში მოსახვედრად შეავსეთ აპლიკაცია 14 ოქტომბრამდე https://goo.gl/uXrQ8c

აპლიკანტების შერჩევის დეტალები:

  • აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება 15 -19 ოქტომბერს.
  • კანდიდატებს გასაუბრებაზე გამოვლენილი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მიეცემათ შემდეგი ტიპის დავალებებიდან ერთ-ერთი (დავალების წარმოდგენა მოხდება პრეზენტაციის სახით) :
    • GAU-ს შესახებ პრეზენტაცია
    • მონაცემთა დამუშავება და ანალიზი
    • Facebook-ისთვის კონტენტის (ტექსტის) მომზადება.

 შედეგად შეირჩევა 6 სტუდენტი, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგი პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ასამაღლებლად. შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდი, რის შედეგადაც აირჩევა 3 GAU-ს ელჩი.

 

პროექტის ფარგლებში სამუშაოს აღწერილობა:

  • GAU-ს ღონისძიებების/პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება მარკეტინგის განყოფილებასთან კოორდინაციით.
  • ახალი პროექტების ინიცირება და ე.წ. „Brainstorming“-ში მონაწილეობის მიღება.
  • GAU -ს სკოლებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის დამუშავება
  • GAU -ს სტუდენტებთან მუდმივი კომუნიკაცია
  • მომავალ სტუდენტებთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება (შესაბამისი პროექტების ფარგლებში), მათთვის გამოცდილების გაზიარება და უნივერსიტეტის არჩევისას საჭირო კრიტერიუმების გაცნობა.
  • ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და მიწოდება მარკეტინგის განყოფილებისთვის.
  • საუნივერსიტეტო სფეროში სხვადასხვა უნივერსიტეტებზე და მათ შორის GAU-ზეც ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და წარმოდგენა.

პროექტში ჩართულობის ინტენსივობა განისაზღვრება თვეში საშუალოდ 4 შეხვედრით. გრაფიკი მორგებული იქნება სასწავლო პროცესს. 

GAU-ს ელჩებს გაწეული სამსახურისთვის (სემესტრულად) გადაეცემათ:

  • სპეციალური რეკომენდაცია მიღებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • 500 ლარიანი პერსონალური ანგარიში, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია ორი მიმართულებით:
  1. შემეცნებით - კულტურული (ცნობილი ტრენერების მასტერკლასებზე დასწრების დაფინანსება, შემეცნებით - კულტურული ღონისძიებების ბილეთის შეძენა, GAU-ს სასერტიფიკატო კურსებზე დასწრების დაფინანსება და ა.შ.)
  2. ანგარიშის გამოყენება სწავლის საფასურის ნაწილობრივ დასაფარად

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: 593 28 32 44

ელექტრონული ფოსტა: anano.tsitsvidze@gau.ge