GAU-ს კურსდამთავრებულები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU-მ გამიწია რეკომენდაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამეარა პრაქტიკა ამერიკის დეპარტამენტში ჩემი ცოდნის ასამაღლებლად, პრაქტიკის დასრულებისთანავე დავინიშნე სტაჟიორად უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

ნატალია ბაღდავაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვალის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ამჟამად ასრულებს ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამას. 2004 წლიდან გაიარა...

GAU-ს ელჩები

GAU სკოლებთან კომუნიკაციის ფარგლებში ქმნის GAU-ს ეჩლების გუნდს, რომელიც სემესტრის განმავლობაში განსაზღვრული პერიოდულობით ეწვევა საქართველოს სკოლებს და შეხვდება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.

პროექტის მიზანია აბიტურიენტების მხარდაჭერა პროფესიული ორიენტაციისა და უმაღლესი სასწავლებლის არჩევის პროცესში. GAU-ს ელჩები მოსწავლეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, გააცნობენ GAU-ს პროგრამებს და უპასუხებენ მათთვის საინტერესო კითხვებს.

ამ პროექტის განსახორციელებლად GAU აცხადებს შესარჩევ ტურს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ GAU-ს ბაკალავრიატის სტუდენტებს.

შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ თვისებებს:

  • კომუნიკალბელური/პრეზენტაბელური
  • მოტივირებული
  • აქტიური

GAU-ს ეჩლების გუნდში მოსახვედრად, შეავსეთ აპლიკაცია 20 იანვრამდე შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/j8fPWu

აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება 21-დან 25 იანვრამდე.

27 იანვარს კი კანდიდატები წარმოადგენენ მოკლე პრეზენტაციას თავიანთი ფაკულტეტების შესახებ. პრეზენტაცია გათვლილი უნდა იყოს სკოლის მოსწავლეებისთვის.

შედეგად შეირჩევა GAU-ს 6 ელჩი, რომლებსაც ჩაუტარდებათ პრეზენტაციის მოსამზადებელი ტრენინგი.

პროექტის ფარგლებში სამუშაოს აღწერილობა:

  • GAU-ს სკოლებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, პრიორიტეტებისა და ძლიერი მხარეების გამოყოფა
  • პრეზენტაციის აწყობა
  • (GAU-ს ორგანიზებით) სკოლებში პრეზენტაციის გამართვა
  • სკოლებთან პერმანენტული კომუნიკაცია

პროექტში ჩართულობის ინტენსივობა განისაზღვრება თვეში საშუალოდ 4 შეხვედრით. გრაფიკი მორგებული იქნება სასწავლო პროცესს.

GAU-ს ელჩებს გაწეული სამსახურისთვის გადაეცემათ:

  • GAU-ს სასერტიფიკატო კურსებიდან მათთვის სასურველი პროგრამის ვაუჩერი
  • სპეციალური რეკომენდაცია მიღებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • 500 ლარიანი პერსონალური ანგარიში, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია ორი მიმართულებით:
  1. შემეცნებით-კულტურული (ცნობილი ტრენერების მასტერკლასებზე დასწრების დაფინანსება, შემეცნებით-კულტურული ღონისძიებების ბილეთის შეძენა და ა.შ.)
  2. ანგარიშის გამოყენება სწავლის საფასურის ნაწილობრივ დასაფარად

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 574 30 40 00