GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო

"რომ არა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულმა კლინიკამ მომცა, ალბათ გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში..."

პროფესორები და ლექტორები

2006-2008 წლებში ნინო სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და 2009 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საერთაშორისო წოდება. 2008 წლიდან ნინო უგულავა არის საკონსალტინგო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, 2005 წლიდან საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ხოლო 2011 წლიდან ქალთა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი...

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ხარისხისა და კომუნიკაციის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 17 სერვისცენტრის მეშვეობით. 

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

მონაცემთა ხარისხისა და კომუნიკაციის ოფიცრის მთავარი ფუნქციაა ორგანიზაციის მაშტაბით მონაცემების ორგანიზებული განვითარება, მონაცემთა მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და დაინტრესებულ მხარეებთან პროაქტიური კომუნიკაცია.

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემთა წყაროების, მონაცემებთა მოძრაობისა და შენახვის სქემატური აღწერა;
  • არსებული მონაცემების აღწერა და ბიზნეს მიმართულებების / ფუნქციების მიხედვით სეგმენტაცია;
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემების იდენტიფიცირება;
  • მონაცემთა ლექსიკონის შექმნა;
  • მონაცემთა ხარისხის სტანდარტებისა და პროცესის შექმნა;
  • მონაცემების ხარისხის გაზომვის ინდიკატორების განსაზღვრა;
  • მონაცემთა ხარისხის შესახებ ყოველთვიური ანგარიშებისა  და რეკომენდაციების მომზადება;
  • არსებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების (წაშლა, შეცვლა, ახლის დამატება) ზეგავლენის შეფასება მონაცემებისა და ბიზნეს ანალიზის ხარისხზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სტატისტიკის, რაოდენობრივი ფინანსების, ეკონომეტრიკისა და/ან მათემატიკის მიმართულებით მიღებული საბაკალავრო/სამაგისტრო განათლება და/ან გავლილი ტრენინგ კურსები ჩაითვლება უპირატესობად);
  • ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბანკო/საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ბიზნეს პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემების ხარისხის მართვასთან დაკავშირებული ცნებების და პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემებთან მუშაობის ინტერესი და გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის24 მაისს 17:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.

GAU გისურვებთ წარმატებას!