GAU-ს კურსდამთავრებულები

"ემ გრუპი"

"მიუხედავად იმისა, რომ GAU-ში მეოთხე კურსზე გადმოვედი სხვა უნივერსიტეტიდან, ძალიან კარგად შევძელი დამენახა GAU-ს უპირატესობები: პირველ რიგში უნივერსტეტის მხრიდან ხელშეწყობა სტუდენტებისთვის, რათა მათ სწავლისთვის სამუშაოს შეთავსებაც შეძლონ; გარემო, რომელიც ძალიან მეგობრულია და, ამავე დროს, ამბიციის გამჩენი, რომ უკეთესი და წარმატებული იყო..."

პროფესორები და ლექტორები

2006-2008 წლებში ნინო სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და 2009 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საერთაშორისო წოდება. 2008 წლიდან ნინო უგულავა არის საკონსალტინგო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, 2005 წლიდან საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ხოლო 2011 წლიდან ქალთა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი...

GAUზიარე 33 ემოცია - დედაენის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი _ ბლოგების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

14 აპრილს (2019) GAU გიწვევთ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ერთდღიან ფესტივალზე GAUზიარე 33 ემოცია“.

ფესტივალის სახელწოდება დაიბადა უნიკალურ კრებულზე დაყრდნობით, რომელიც GAU-ში შეიქმნა. „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ ორენოვანია, აერთიანებს 33 ქართველი ავტორის ტექსტს, გაფორმებულია რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებით და თანამედროვე ანბანთქებას ქმნის. კრებული პალიტრა ლ-მა გამოსცა.

11:30 საათზე ფესტივალის მონაწილეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, საიდანაც ორგანიზებული მსვლელობა გაიმართება თავისუფლების მოედნისკენ. წმინდა გიორგის ძეგლის გარშემო შეიკვრება წრე და შედგება დედაენის დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური აქცია _ მონაწილეები ჰაერში გაუშვებენ ჰელიუმის ბუშტებს, რომლებზეც დატანილი იქნება ქართული ასოები.

მშვიდობიანი აქცია სიმბოლურად ეხმაურება უახლეს ისტორიას, დედაენის დღის დაარსების თარიღს, საბჭოთა პერიოდს, როდესაც ქართულ ენას საფრთხე დაემუქრა - ის კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.  1978 წელს დედაენის დასაცავად ქუჩაში სწორედ სტუდენტები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები გამოვიდნენ. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნა ამჯერადაც სტუდენტების ინიციატივითა და მონაწილეობით იგეგმება.

თავისუფლების მოედნიდან გადავინაცვლებთ მწერალთა სახლში (მაჩაბლის N13), სადაც სტუმრებს 13:00 საათიდან საინტერესო პროგრამა ელით:

  • ანსამბლი რუსთავი - საქართველოს ჰიმნი;
  • საჯარო ლექციები ქართული ენის შესახებ: პოეტი რატი ამაღლობელი; საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე;
  • ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება;
  • თემატური თამაშები სიმბოლური პრიზებით;
  • ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია;
  • წიგნებისა და ანბანთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
  • GAU ბენდი და ფურშეტი.

ამ დღის მიზანი ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმ საერთო ღირებულების აღნიშვნაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვიცავს და გვაძლიერებს, განგვასხვავებს სხვა ერებისგან და ქმნის განსაკუთრებულ კულტურულ მემკვიდრეობას.

სწორედ ამ ფესტივალთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აცხადებს ბლოგების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.

კონკურსის აღწერა:

თემა: „მე და დედაენა“ ან „მე და ქართული ანბანი“

ბლოგების კონკურსი განკუთვნილია 15-18 წლის ახალგზარდებისთვის. სკოლის მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ 1-2 გვერდიანი ბლოგი, რომელშიც გადმოსცემენ საკუთარ გულწრფელ დამოკიდებულებას დედაენის და/ან ქართული ანბანის მიმართ.

საინტერესოა, რა ემოციას იწვევს მშობლიური ენა, როგორი იყო ქართულ ანბანთან პირველი შეხება, პირველი სიტყვის წარმოთქმა თუ ასოების გამოყვანა.

ბლოგებს განიხილავს სპეციალური კომისია. გამარჯვებული გამოვლინდება დედაენის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე.

ყველა კონკურსანტს გადაეცამა სერტიფიკატი. საუკეთესო 3 მონაწილე კი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით. 

დასკვნითი ღონისძიების თარიღი და ადგილი:

14 აპრილი, მწერალთა სახლი (მაჩაბლის N13)

საკონკურსო პირობები:

  • საკონკურსო ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
  • საკონკურსო ბლოგების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი.

 შეფასების კრიტერიუმები:

  • პირადი გულწრფელი დამოკიდებულების გამოხატვა
  • საკითხის ორიგინალური გააზრება
  • წერის კულტურა

საკონკურსო ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: Nanuka.kobakhidze@gau.ge 

საკონტაქტო პირი: ნანუკა კობახიძე, ტელეფონის ნომერი: + 995 591 900 404 

 გისურვებთ წარმატებას!