GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

GAU-ში ვსწავლობთ საკითხებს, რაც აუცილებელი გვგონია, რის საჭიროებასაც დავაფასებთ მოგვიანებით და რის მნიშვნელობაზეც შეიძლება პირველებმა დავიწყოთ საუბარი საქართველოში :) ეს არის ის, რაც ხდის ჩემს უნივერსიტეტს უნიკალურს. შენ უნდა გინდოდეს, იყო შენი საქმის პროფესიონალი...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სექტორის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე

კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სექტორის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კორპორატიული კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ
  • არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან პოლისის განახლებასთან დაკავშირებით კონტაქტი
  • შეთავაზების მომზადება, პრეზენტაციის ჩატარება, შეთავაზების კლიენტისთვის მიწოდება
  • შეთავაზების მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება
  • კლიენტისგან ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა
  • სადაზღვევო ხელშეკრულებისადა ინგლისურენოვანი წერილების მომზადება
  • კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • MS office-ის კარგად ცოდნა
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სწრაფად სწავლის უნარი
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • კლიენტზე ორიენტირებულობა

გთხოვთ, Subject line–ში მიუთითოთ “სექტორის უფროსის ასისტენტი”

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (314); 558-19-51-19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.