GAU-ს კურსდამთავრებულები

Mind Technologies

ჩავირიცხე მისურის შტატში, College Of The Ozarks-ში. Ozarks-ში სწავლის გარდა დაკავებული ვიყავი სპორტით (კალათბურთი) და როგორც ყველა ამერიკელი სტუდენტი ვმუშაობდი სტუდენტურ სამსახურში, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექს Keeter Center-ში...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ხელშეკრულებების სპეციალისტის თანამდებობაზე

კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო ხელშეკრულებების სპეციალისტის თანამდებობაზე

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
  • სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი, სრული განაკვეთი)

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი სადაზღვევო პროდუქტისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და მომზადება (პოლისები, განაცხადები, დაზღვევის ხელშეკრულებები, გადაზღვევის საბუთები)
  • არსებული ხელშეკრულებების განახლება–მოდიფიცირება და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და მომზადება
  • გადაზღვევის დოკუმენტაციის მომზადება და გადამზღვევ უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობა
  • სადაზღვევო ხელშეკრულების, დანართის, პოლისის, მიღება–ჩაბარების აქტის მომზადება/მომზადების კოორდინაცია
  • კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (კანდიდატებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება)
  • უმაღლესი განათლება იურიდიული/ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო კომპანიაში, ბანკში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში
  • MS Office პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

  • გამართულად წერის უნარი (როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად)
  • ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე
  • ლოგიკური აზროვნების უნარიმოწესრიგებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სადაზღვევო ხელშეკრულებების სპეციალისტი

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (314); 558-19-51-19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.