GAU-ს კურსდამთავრებულები

,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

ვფიქრობ, ჩემი წარმატების პირველ ნაბიჯად, უპირველეს ყოვლისა, სწორი უნივერსიტეტის შერჩევა და შემდგომ ამ უნივერსიტეტში მოხვედრა უნდა ჩაითვალოს. გაუ-მ მომცა ცოდნა, მეგობრები, თავისუფლება ჩემს არჩევანში და აბსოლუტურად ყველა ის პირობა შემიქმნა, რომ დღეს თამამად...

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

ცხადდება მიღება სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანატში (პირველი სართული, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 8) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით.
 
უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:
  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2015 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი; 
  • GAU-ს რეკვიზიტები
ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
 
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
 
გასაუბრება სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 16 სექტემბერს; 24 სექტემბერს 14:00 საათზე.

გასაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის პროგრამაზე - 16 სექტემბერს; 14:00 საათზე.
 
საკითხები გასაუბრებისთვის: