GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს "სერა"

"ის ცოდნა და განათლება, რომელმაც ჩემი დასაქმება უზრუნველყო, პირველ რიგში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამსახურებაა. ვფიქრობ, გაუ-ს სახელი და პრესტიჟი, რომელიც მას დამკვიდრებული აქვს საქართველოში, მისი დამფუძნებლების სწორი მიდგომისა და დეკანებისა და ადმინისტრაციის კარგი მენეჯმენტის დამსახურებაა..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა...

GAU აცხადებს მიღებას ბიზნესის სადოქტორო პროგრამაზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს 2016 წლის 1 ივლისის № 3 გადაწყვეტილების თანახმად: 
 
ცხადდება კონკურსი GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტთა ჩასარიცხად მითითებული საკვლევი თემების მიხედვით:
 
  • თემა: საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შეფასება. ხელმძღვანელი - თემაზ უზუნაშვილი
  • ინვესტიციები და ფინანსური რისკის ანალიზი. ხელმძღვანელი - თეიმურაზ ტორონჯაძე
  • ორგანიზაციული ტალანტის მართვა და მაქსიმალური გაზრდა, ფირმის საქმიანობის შესრულების გასაძლიერებლად. ხელმძღვანელი. ხელმძღვანელი დინა ასლამაზიშვილი
  • ორგანიზაციული ტალანტის მოზიდვა, მართვა და შენარჩუნება, ფირმის წარმატების გაზრდის მიზნით - 1 ადგილი. ხელმძღვანელი დინა ასლამაზიშვილი

GAU-ს ბიზნესის სკოლის დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს განცხადება საკვლევი თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები:

  • მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;  
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3х4 სმ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალის დედნები და მათი ასლები.

შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს;    

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტი გასაუბრებაზე გადის სკოლის (ფაკულტეტის) დროებით კომისიის წინაშე და აბარებს ინგლისური ენის B2 დონის ტესტს (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში).

გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:

  • საკვლევ თემასთან დაკავშირებით დოქტორანტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
 
გასაუბრება 2016 წლის 22 ივლისს 14:00 საათი

ტესტირება უცხო ენაში 2016 წლის 22 ივლისს 15:00 საათი