GAU-ს კურსდამთავრებულები

ფურშეტ ჯორჯია

"სწორედ GAU-ში მიღებული ცოდნა და იურიდიულ კლინიკაში შეძენილი გამოცდილება დამეხმარა იმაში, რომ გადამედგა პირველი ნაბიჯი სასურველი საქმიანობისაკენ და GAU-ს დამთავრებისთანავე წარმატებით ჩამებარებინა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით..."

პროფესორები და ლექტორები

სალომე ფრუიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში - სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში (იურისტი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

ცხადდება მიღება ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2016 წლის 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ბიზნესის სკოლის დეკანატში (მეორე სართული, ოთახი #222, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 8) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 19:00 საათის ჩათვლით.
 
უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:
 
  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2015 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი;
  • GAU-ს რეკვიზიტები
ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
 
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
 
გასაუბრება და ტესტირება მათემატიკაში და ინგლისურ ენაში ჩატარდება 16-17 სექტემბერს,14:00 საათზე.