GAU-ს კურსდამთავრებულები

სამშენებლო კომპანია ,,მოდული''

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა და იმავე წელს გავაგრძელე სწავლა GAU-ს სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო სამართლის მიმართულებით, 2013 წლის ივლისში კი მივიღე მაგისტრის ხარისხი...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

GAU-ში იწყება იოგა თერაპიის კომბინირებული კურსი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) იწყება იოგა თერაპიის კომბინირებული კურსი, რომელიც სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშებისაგან შედგება და ორჯერ უფრო სწრაფად დაგეხმარებათ ჯანმრთელობის, იმუნიტეტის განმტკიცებაში.

კურსს წარუძღვება იოგას ინსტრუქტორი მილაპ ჯოში. ის ალტერნატიულ მედიცინის (Ayurveda) სპეციალისტი, დიპლომირებული ნატუროპატი და რეაბილიტოლოგია.

სუნთქვითი ვარჯიშების (pranayama) მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიის (prana) მოძრაობას, რომელიც კვებავს თითოეულ ორგანოსა თუ უჯრედს. ფიზიკური ვარჯიშები (asanas) აძლიერებს სუნთქვითი ვარჯიშების ზემოქმედებას და ხელს უწყობს ძვალ-სახსრის სისტემის განმტკიცებას, მოქნილი კუნთების ფორმირებას. ეს ყველაფერი კი სიჯანსაღის შენარჩუნების გარანტიაა.

ზოგი ადამიანისთვის იოგა სწრაფი გამოჯანმრთელების შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი, პრევენციის უმოკლესი, ბუნებრივი გზა!

კურსი 14 მაისიდან 14 ივნისამდე გაგრძელდება.

საორიენტაციო შეხვედრა გაიმართება 14 მაისს, ორშაბათს 13:00 საათზე 306-ე აუდიტორიაში. 

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 13:00 დან - 14:00 საათამდე.

კურსის ღირებულებაა 80 ლარი.

სარეგისტრაციო ფორმა