სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია.
პირველი სამი წლის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან სავალდებულო სამართლებრივ დისციპლინებს [1] და პროფესიულ (იურიდიულ) ინგლისურ ენას - C1 დონეზე, რაც ნიშნავს, რომ კვირაში ექვსი საათის განმავლობაში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს მაღალკვალიფიციური ინგლისური ენის სპეციალისტები შეასწავლიან პროფესიულ (იურიდიულ) ინგლისურ ენას. სტუდენტებს ინგლისური ენის პრაქტიკულად ათვისებაში აგრეთვე დაეხმარებათ უცხოელ პროფესორ-მასწავლებლებთან ურთიერთობა.
სწავლების მეოთხე წელს, სტუდენტს შეუძლია კონცენტრაცია მოახდინოს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით, მათ შორის ბევრი უახლესი დისციპლინით (მედია სამართალი, სამედიცინო სამართალი, განათლების სამართალი, კონკურენციის სამართალი, ბიზნესის სამართლებრივი რეგულირება...) ან საკუთარი ინტერესებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგნების ერთობლიობით.
სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიმართულებები და დისციპლინები:
სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით [2], ის თავისუფლად შეძლებს მუშაობის დაწყებას ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში იურისტად და თამამად მიიღებს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა, არამედ საერთაშორისო გამოწვევებსაც.
გაეცანი სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიული კლინიკის [3] პროგრამას.
ბმულები:
[1] http://old.gau.ge/sites/default/files/uploads/obligatory%20legal%20disciplines.pdf
[2] http://old.gau.ge/sites/default/files/uploads/llb-skills-and-competences.pdf
[3] http://gau.ge/ge/schools/law-and-social-sciences/llb/legal-clinic-program