ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
ნინა კარბელაშვილი Autodesk-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული მასწავლებელია, სერტიფიცირებულია: 3D MAX, 3DVIZ, CorelDraw და Adobe Photoshop. მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
ნინა კარბელაშვილს გამოქვეყნებული აქვს 21 სამეცნიერო ნაშრომი და 5 სახელმძღვანელო, არის თანაავტორი წიგნებისა:
- კომპიუტერული გრაფიკის სწავლების მეთოდიკა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტებზე - მონოგრაფია
- კომპიუტერული გრაფიკა, ლექციების კურსი
- AutoCAD2000... პრაქტიკული კურსი
- მულტიმედია და Web-დიზაინი, ნაწილი 1, პრაქტიკული კურსი
- მულტიმედია და Web-დიზაინი, ნაწილი 2, რასტრული ანიმაცია, პრაქტიკული კურსი
- AutoCAD2006 – ლექციების კურსი
ნინა ქართული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის ,,პედაგოგიური მეცნიერებები და ფსიქოლოგია'' (
http://gesj.internet-academy.org.ge ) დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია, არის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციის ,,ინტერნეტ აკადემია'' (
www.internet-academy.org.ge ) თანადამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე და დისტანციური სწავლების მენეჯერი.
ჰობი: მხატვრული ლიტერატურა, კინო, ცურვა, მცენარეების მოვლა, მეგობრებთან ურთიერთობა.