ხატია შელია 1988-1993 წწ. სწავლობდა თბილისის ივ, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ამავე წლებში მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად.
1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების'' საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების'' ადვოკატი.
ხატია შელია 2006-2008 წწ - კომპანია ,,ლივო გრუპ''-ის, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2008-2009 წწ. - შპს ,,მვ კონსალტინგ'', დამფუძნებელი პარტნიორი, ხოლო 2008 წლიდან კი იყო საინვესტიციო კომპანია ,,ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი'', შიდა აუდიტორი.
2010 წლის აგვისტოდან დღემდე არის აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.