GAU-ში 9 ივნისს (2017) გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე GAUდასის ხელმძღვანელს და სოციალურად აქტიურ სტუდენტს თათია მამაცაშვილს ჯილდოს სახით გადაეცა ტრენინგის ვაუჩერი: „მოლაპარაკების ხელოვნება“. ღონისძიებას ესწრებოდა ტრენინგის მომხსენებელი ეკატერინე ბაბუნაშვილი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი.
„მოლაპარაკების ხელოვნება“ „ფორტუნა აკადემიის“ ორგანიზებით 17-დან 28 ივნისამდე გასტანს და 5 შეხვედრას მოიცავს. ნდობის ატმოსფერო, ემოციური კომპეტენციის ამაღლება, წინააღმდეგობების დაძლევა - ეს ის თემებია, რომლებსაც მონაწილეები მოლაპარაკების წარმოების ჰარვარდისეული მოდელით შეისწავლიან.
თათია მამაცაშვილი GAU-ში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობს და გვჯერა, რომ ტრენინგში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მის პროფესიულ და პიროვნულ ზრდას ♥
დიდ მადლობას ვუხდით "ფორტუნა აკადემიას" თანამშრომლობისთვის! დაინტერესებულ ადამიანებს ტრენინგის დეტალების ნახვა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://goo.gl/Fdh0MU [1]
ბმულები:
[1] https://goo.gl/Fdh0MU
[2] https://www.facebook.com/fortunAcademy/?fref=mentions
[3] https://www.facebook.com/ekaterinebg?fref=mentions