GAU-ს კურსდამთავრებულები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი

"2011 წელს გავიარე სტაჟირება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2012 წლის ზაფხულში სტრასბურგში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი "International and Comparative Law on Human Rights"..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

9 ივნისს გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე პრიზი გადაეცა GAUდასის ხელძღვანელს

GAU-ში 9 ივნისს (2017) გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე GAUდასის ხელმძღვანელს და სოციალურად აქტიურ სტუდენტს თათია მამაცაშვილს ჯილდოს სახით გადაეცა ტრენინგის ვაუჩერი: „მოლაპარაკების ხელოვნება“. ღონისძიებას ესწრებოდა ტრენინგის მომხსენებელი ეკატერინე ბაბუნაშვილი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი.

„მოლაპარაკების ხელოვნება“ „ფორტუნა აკადემიის“ ორგანიზებით 17-დან 28 ივნისამდე გასტანს და 5 შეხვედრას მოიცავს. ნდობის ატმოსფერო, ემოციური კომპეტენციის ამაღლება, წინააღმდეგობების დაძლევა - ეს ის თემებია, რომლებსაც მონაწილეები მოლაპარაკების წარმოების ჰარვარდისეული მოდელით შეისწავლიან.

თათია მამაცაშვილი GAU-ში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობს და გვჯერა, რომ ტრენინგში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მის პროფესიულ და პიროვნულ ზრდას ♥

დიდ მადლობას ვუხდით "ფორტუნა აკადემიას" თანამშრომლობისთვის! დაინტერესებულ ადამიანებს ტრენინგის დეტალების ნახვა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://goo.gl/Fdh0MU

Fortuna Academy - ფორტუნა აკადემია