5 ივლისს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი.
GAU-სთვის ეს კურსდამთავრებულთა მეხუთე გამოსაშვები ცერემონიალი იყო. 2014 წელს უნივერსიტეტი 257-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან 117 (95 ბაკალავრი, 22 მაგისტრი) ბიზნესის სკოლის, ხოლო 140 (119 ბაკალავრი, 21 მაგისტრი) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულია.
ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გაუ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა, ხოლო საპატიო სპიკერთა შორის იყვნენ: დევიდ ლი, მაგთიკომის პრეზიდენტი, სამსონ (სოსო) ფხაკაძე, ვისოლ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს პარლამენტის წევრი და რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში.
ცერემონიის დასასრულს გაიმართა საზეიმო მიღება შერატონ მეტეხი პალასის ჰოლში.