GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“...

5 ივლისს გაუ-ს კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი ჩატარდა

5 ივლისს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი.

GAU-სთვის ეს კურსდამთავრებულთა მეხუთე გამოსაშვები ცერემონიალი იყო. 2014 წელს უნივერსიტეტი 257-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან 117 (95 ბაკალავრი, 22 მაგისტრი) ბიზნესის სკოლის, ხოლო 140 (119 ბაკალავრი, 21 მაგისტრი) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულია.

ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გაუ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა, ხოლო საპატიო სპიკერთა შორის იყვნენ: დევიდ ლი, მაგთიკომის პრეზიდენტი, სამსონ (სოსო) ფხაკაძე, ვისოლ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს პარლამენტის წევრი და რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში.

ცერემონიის დასასრულს გაიმართა საზეიმო მიღება შერატონ მეტეხი პალასის ჰოლში.

Graduation 2014 Graduation 2014
Graduation 2014 Graduation 2014
Graduation 2014 Graduation 2014
Graduation 2014 Graduation 2014
Graduation 2014 Graduation 2014
Graduation 2014 Graduation 2014