GAU-ს საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც არაერთ აქტივობას მოიცავდა, 10 მარტს რადისონ ბლუ ივერიაში საზეიმო მიღებით დასრულდა.
ამ დღეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს 10 წელი შეუსრულდა.
ოფიციალურ საღამოზე GAU-ს სტუმრები ის ადამიანები იყვნენ, ვინც თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით უნივერსიტეტის 10-წლიანი წარმატება განაპირობა: GAU-ს დამფუძნებლები, პროფესიონალთა გუნდი, ლექტორები, სტუდენტები და სასახელო კურსდამთავრებულები, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საიუბილეო საღამო მათთვის მადლობის გადახდას ემსახურებოდა.
GAU-მ განსაკუთრებული ღვაწლისათვის აშშ-ის ელჩი საქართველოში GAU-ს პრეზიდენტის მედლით დააჯილდოვა. რიჩარდ ნორლანდმა მისასალმებელი სიტყვა ტრაგიკული ფაქტის აღნიშვნით დაიწყო. მან მწუხარება ნიუ-ჯერსიში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტების, სოსო მაკარიძისა და ბესარიან გორჯოლაძის, გამო გამოთქვა. დარბაზში წუთიერი დუმილის შემდეგ კი აშშ-ის ელჩმა GAU-ს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ უნივერსიტეტის განვითარების ისტორია ემთხვევა საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროპისაკენ, „იზრდება საქართველო და იზრდება GAU. GAU-ს სტუდენტები არიან კარგად მომზადებულნი იმისთვის, რომ წვლილი შეიტანონ, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში.'' (აშშ-ის ელჩის სიტყვა სრულად იხილეთ:)
თბილისის მერმა, GAU-ს ყოფილმა ლექტორმა, დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი სასწავლებლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან GAU მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებს. მან GAU-ში საჯარო ლექციის ჩატარების სურვილი გამოთქვა.
GAU-მ 10 წლის იუბილეზე სიმბოლურად 10 თანამშრომლები, 10 კურსდამთავრებული და სტუდენტი, 10 პარტნიორი კომპანია დააჯილდოვა.
GAU-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ GAU-ს თანამშრომლები:
GAU-სთან წარმატებული პარტნიორობისათვის დაჯილდოვდნენ კომპანიები:
GAU-ს სახელის ღირსეულად წარმოჩენისათვის დაჯილდოვდნენ GAU-ს სასახელო სტუდენტები და კურსდამთავრებულები:
დავით შიოლაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს ყველაზე პატარა სტუმრებმა საიუბილეო ტორტი GAU-ს პრეზიდენტ რ. მაიკლ ქაუგილსა და GAU-ს კანცელრ ნინო ტორონჯაძესთან ერთად გაჭრეს. ბოლოს სტუმრებმა ლობიში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო მიღება და ცოცხალი მუსიკა ელოდათ.