GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის...

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) იუბილე

GAU-ს საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც არაერთ აქტივობას მოიცავდა, 10 მარტს რადისონ ბლუ ივერიაში საზეიმო მიღებით დასრულდა.

ამ დღეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს 10 წელი შეუსრულდა.

ოფიციალურ საღამოზე GAU-ს სტუმრები ის ადამიანები იყვნენ, ვინც თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით უნივერსიტეტის 10-წლიანი წარმატება განაპირობა: GAU-ს დამფუძნებლები, პროფესიონალთა გუნდი, ლექტორები, სტუდენტები და სასახელო კურსდამთავრებულები, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საიუბილეო საღამო მათთვის მადლობის გადახდას ემსახურებოდა.

GAU-მ განსაკუთრებული ღვაწლისათვის აშშ-ის ელჩი საქართველოში GAU-ს პრეზიდენტის მედლით დააჯილდოვა. რიჩარდ ნორლანდმა მისასალმებელი სიტყვა ტრაგიკული ფაქტის აღნიშვნით დაიწყო. მან მწუხარება ნიუ-ჯერსიში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტების, სოსო მაკარიძისა და ბესარიან გორჯოლაძის, გამო გამოთქვა. დარბაზში წუთიერი დუმილის შემდეგ კი აშშ-ის ელჩმა GAU-ს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ უნივერსიტეტის განვითარების ისტორია ემთხვევა საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროპისაკენ, „იზრდება საქართველო და იზრდება GAU. GAU-ს სტუდენტები არიან კარგად მომზადებულნი იმისთვის, რომ წვლილი შეიტანონ, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში.'' (აშშ-ის ელჩის სიტყვა სრულად იხილეთ:)

თბილისის მერმა, GAU-ს ყოფილმა ლექტორმა, დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი სასწავლებლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან GAU მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებს. მან GAU-ში საჯარო ლექციის ჩატარების სურვილი გამოთქვა.

GAU-მ 10 წლის იუბილეზე სიმბოლურად 10 თანამშრომლები, 10 კურსდამთავრებული და სტუდენტი, 10 პარტნიორი კომპანია დააჯილდოვა.

GAU-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ GAU-ს თანამშრომლები: 

  • დინა ასლამაზიშვილი - მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი, ბიზნესის სკოლის პროფესორი
  • ქეთევან ბიბილაშვილი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის ლექტორი
  • დიანა ბერეკაშვილი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი
  • თამარ ხატელიშვილი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ლექტორი
  • ქეთევან ხუციშვილი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ლექტორი
  • ნიკოლოზ ჯანჯღავა - პოლკოვნიკი, GAU-ში ამერიკელი კადეტების პროგრამის ლექტორი
  • თეა გველესიანი - GAU-ს სასერტიფიკატო პროგრამების ლექტორი, საერთაშორისო ტრენერ-კონსულტანტი ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული განვითარებისა და მრავალფეროვნების მართვის სფეროში
  • სპარტაკ თევდორაშვილი - მთავარი ბუღალტერი
  • ეკა ბარბაქაძე - ადმინისტრაციული მენეჯერი
  • ნატალია ასანიშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი 

GAU-სთან წარმატებული პარტნიორობისათვის დაჯილდოვდნენ კომპანიები:

  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • თიბისი ბანკი
  • საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა
  • ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''
  • Wings & Freeman Capital
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღე''
  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
  • თბილისის ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა    

GAU-ს სახელის ღირსეულად წარმოჩენისათვის დაჯილდოვდნენ GAU-ს სასახელო სტუდენტები და კურსდამთავრებულები:

  • რატი ანჯაფარიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საინვესტიციო და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, 
  • გიორგი გოგშელიძე - თიბისი ბანკი, იურისტი
  • თამარ იოსელიანი -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, დირექტორის მოადგილე
  • მარიამ გაჩეჩილაძე კავკასიური სახლი, პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის'' ოფიცერი
  • დავით მსახურაძე - GAU-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტი
  • დავით შიოლაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

  • ანა ალექსანდრია თიბისი ბანკი, ხაზინისა და ფინანსური სერვისების განყოფილების ფულადი ბაზრების დილერი
  • გიორგი პერტაია საქართველოს ბანკი, აუდიტის დეპარტამენტის ანალიტიკოსი
  • ქეთევან ხვედელიძე ეროვნული ბანკი, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი
  • გიორგი მამათელაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, უფროსი ეკონომისტი, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს ყველაზე პატარა სტუმრებმა საიუბილეო ტორტი GAU-ს პრეზიდენტ რ. მაიკლ ქაუგილსა და GAU-ს კანცელრ ნინო ტორონჯაძესთან ერთად გაჭრეს. ბოლოს სტუმრებმა ლობიში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო მიღება და ცოცხალი მუსიკა ელოდათ.

GAU 10 წლისაა GAU 10 წლისაა
GAU 10 წლისაა GAU 10 წლისაა
GAU 10 წლისაა GAU 10 წლისაა
GAU 10 წლისაა GAU 10 წლისაა
GAU 10 წლისაა GAU 10 წლისაა