GAU-სთვის ეს კურსდამთავრებულთა მეოთხე გამოსაშვები ცერემონიალი იყო. 2012 წელს უნივერსიტეტი 100-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან 40 ბიზნესის სკოლის (33 ბაკალავრი, 7 მაგისტრი), ხოლო 60 სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის (25 ბაკალავრი, 35 მაგისტრი) კურსდამთავრებული იყო.
გამოსაშვები ცერემონიალი სიტყვით გაუ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა, რის შემდეგაც საპატიო სპიკერმა, USAID-ის საქართველოში ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის ხელმძღვანელმა და "დელოიტ კონსალტინგი"-ს უფროსმა მენეჯერმა, თინა მენდელსონმა, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და რეიტინგით პირველ და მეორე ადგილზე გასულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.
GAU-ს მეოთხე გამოსაშვები ცერემონიალი მრავალფეროვანი, საზეიმო და როგორც სტუდენტების, ისე მოწვეულ სტუმართათვის ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი იყო.