GAU-ს კურსდამთავრებულები

სს პროკრედიტ ბანკი

"GAU-ში სწავლის პერიოდში ჩემთვის დაუვიწყარი იყო ის დრო, როდესაც ვიყავი ნიუ იორკში, Fordham-ის უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაში, ვესწრებოდი ლექციებს ამერიკის სამართლებრივი სისტემების შესახებ. კურსი მოიცავდა არა მხოლოდ...''

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა...

გაუ-ს 2012 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

2012 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი
30 ივნისს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი.

GAU-სთვის ეს კურსდამთავრებულთა მეოთხე გამოსაშვები ცერემონიალი იყო. 2012 წელს უნივერსიტეტი 100-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან 40 ბიზნესის სკოლის (33 ბაკალავრი, 7 მაგისტრი), ხოლო 60 სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის (25 ბაკალავრი, 35 მაგისტრი) კურსდამთავრებული იყო.

გამოსაშვები ცერემონიალი სიტყვით გაუ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა, რის შემდეგაც საპატიო სპიკერმა, USAID-ის საქართველოში ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის ხელმძღვანელმა და "დელოიტ კონსალტინგი"-ს უფროსმა მენეჯერმა, თინა მენდელსონმა, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და რეიტინგით პირველ და მეორე ადგილზე გასულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

GAU-ს მეოთხე გამოსაშვები ცერემონიალი მრავალფეროვანი, საზეიმო და როგორც სტუდენტების, ისე მოწვეულ სტუმართათვის ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი იყო.