GAU-ს დასაქმების ცენტრის მიზანია უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის, ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში და უზრუნველყოს პარტნიორი ორგანიზაციები მაღალკვალიფიციური კადრებით.
GAU-ს დასაქმების ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
- ისეთი ღონისძებების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ სტუდენტებს რეზიუმეების სწორად შედგენისა და გასაუბრების უნარების გამომუშავებაში;
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების CV-ების ბაზის წარმოება;
- სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
- სტუდენტებისათვის შესაბამისი ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- დამსაქმებელთა სახით ახალი პარტნიორების მოძიება და მოთხოვნის შემთხვევაში არსებულ პატნიორთა მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.
ხარ GAU-ს სტუდენტი და გინდა შენი CV განთავსებული იყოს GAU-ს ვებ გვერდზე?
შეავსე GAU-ს CV-ს ფორმა და GAU-ს დასაქმების ცენტრი დაგეხმარება დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, გაიგე როგორ დაამატო CV