• დასაქმების ცენტრი გაუ-ს დასაქმების ცენტრი მუდმივად ეხმარება სტუდენტებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში

GAU-ს კურსდამთავრებულები

ფურშეტ ჯორჯია

"სწორედ GAU-ში მიღებული ცოდნა და იურიდიულ კლინიკაში შეძენილი გამოცდილება დამეხმარა იმაში, რომ გადამედგა პირველი ნაბიჯი სასურველი საქმიანობისაკენ და GAU-ს დამთავრებისთანავე წარმატებით ჩამებარებინა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

დასაქმების ცენტრი

იხილეთ ვაკანსიები

GAU-ს დასაქმების ცენტრის მიზანია უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის, ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში და უზრუნველყოს პარტნიორი ორგანიზაციები მაღალკვალიფიციური კადრებით.

GAU-ს დასაქმების ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

  • ისეთი ღონისძებების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ სტუდენტებს რეზიუმეების სწორად შედგენისა და გასაუბრების უნარების გამომუშავებაში;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების CV-ების ბაზის წარმოება;
  • სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • სტუდენტებისათვის შესაბამისი ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • დამსაქმებელთა სახით ახალი პარტნიორების მოძიება და მოთხოვნის შემთხვევაში არსებულ პატნიორთა მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.

ხარ GAU-ს სტუდენტი და გინდა შენი CV განთავსებული იყოს GAU-ს ვებ გვერდზე?

შეავსე GAU-ს CV-ს ფორმა და GAU-ს დასაქმების ცენტრი დაგეხმარება დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, გაიგე როგორ დაამატო CV