26 სექტემბერს (2017), სამშაბათს, 14:00 საათზე სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ქართული ანბანისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წარმოგიდგენთ.
ეს ის თემაა, რომელზეც მეტი საუბარი, მეტი ინფორმაცია და დისკუსია გვჭირდება. იუნესკოს მიერ სამივე სახეობის დამწერლობისთვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭება ქართული ანბანის უნიკალურობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და ხაზგასმაა.
მოდით, ერთად ვისაუბროთ ჩვენი ენის, ჩვენი დამწერლობის - ქართული ანბანის - ისტორიასა და მომავალზე, როგორც მრავალწლიანი კულტურისა და ისტორიის, ასევე მისი განვითარების კუთხით, რაშიც მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ტექნოლოგიები ასრულებს.
ღონისძიების პროგრამა:
ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის 2017 ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება.
დასწრება თავისუფალია - გელით ყველას, ვისთვისაც ეს თემა მნიშვნელოვანია!
ბმულები:
[1] https://www.facebook.com/wrxfgbjte
[2] https://www.facebook.com/razmadzekoko