GAU-ს კურსდამთავრებულები

ელ-კომერციის საერთაშორისო კომპანია OSG

"უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებისას ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე შესწავლილი ბიზნეს კომუნიკაციებისა და მარკეტინგული ტერმინოლოგიის ფლობა..."

პროფესორები და ლექტორები

არჩილ იაკობაშვილი სწავლობდა ლივერპულისა (ინგლისი) და კონსტანცის (გერმანია) უნივერსიტეტებში შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; ფინანსები; სამართალმცოდნეობა. 2011 წელს მას მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი...

მსოფლიოში უნიკალური ანბანი

26 სექტემბერს (2017), სამშაბათს, 14:00 საათზე სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ქართული ანბანისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წარმოგიდგენთ.

ეს ის თემაა, რომელზეც მეტი საუბარი, მეტი ინფორმაცია და დისკუსია გვჭირდება. იუნესკოს მიერ სამივე სახეობის დამწერლობისთვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭება ქართული ანბანის უნიკალურობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და ხაზგასმაა. 

მოდით, ერთად ვისაუბროთ ჩვენი ენის, ჩვენი დამწერლობის - ქართული ანბანის - ისტორიასა და მომავალზე, როგორც მრავალწლიანი კულტურისა და ისტორიის, ასევე მისი განვითარების კუთხით, რაშიც მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ტექნოლოგიები ასრულებს.

ღონისძიების პროგრამა:

 

  • საჯარო ლექცია - ქართული დამწერლობის კულტურა (სათავეები, განვლილი გზა, მომავალი) - ბუბა კუდავა
  • "33 ემოცია" - ანბანისადმი მიძღვნილი კრებულის, თანამედროვე ანბანთქების ელექტრონული წარდგინება - ეკატერინე ტოგონიძე
  • ახალი ქართული შრიფტების შექმნა და განვითარება - აკაკი რაზმაძე

ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის 2017 ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება.

დასწრება თავისუფალია - გელით ყველას, ვისთვისაც ეს თემა მნიშვნელოვანია!