- თემა: Organizational culture role in moderating job involvement, ორგანიზაციული კულტურის როლი სამსახურში ჩართულობის მოდერირებისას.
- ხელმძღვანელი დინა ასლამაზიშვილი.
GAU-ს ბიზნესის სკოლის დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს განცხადება საკვლევი თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები:
- მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
- პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
- ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3х4 სმ;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალის დედნები და მათი ასლები.
შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს;
დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები
დოქტორანტი გასაუბრებაზე გადის სკოლის (ფაკულტეტის) დროებით კომისიის წინაშე და აბარებს ინგლისური ენის B2 დონის ტესტს (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში).
გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:
- საკვლევ თემასთან დაკავშირებით დოქტორანტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები;
- სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.