GAU-ს კურსდამთავრებულები

კომპანია სს ,,შატო მუხრანი''

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში იურისტად მუშაობისას მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილე 2500 კონკურსანტს შორის გამარჯვებულ 60 სტაჟიორს შორის ვიყავი მეც. მე ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და მიხარია რომ GAU-ს ვეკუთვნი, მისი ნაწილი ვარ და ყოველთვის ვიამაყებ ამით..."

პროფესორები და ლექტორები

2006-2008 წლებში ნინო სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და 2009 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საერთაშორისო წოდება. 2008 წლიდან ნინო უგულავა არის საკონსალტინგო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, 2005 წლიდან საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ხოლო 2011 წლიდან ქალთა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი...

GAU აცხადებს მიღებას ბიზნესის სადოქტორო პროგრამაზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს 2017 წლის 27 ივნისს № 2 გადაწყვეტილების თანახმად:

ცხადდება კონკურსი GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტთა ჩასარიცხად მითითებული საკვლევი თემების მიხედვით:

  • თემა: Organizational culture role in moderating job involvement, ორგანიზაციული კულტურის როლი სამსახურში ჩართულობის მოდერირებისას.
  • ხელმძღვანელი დინა ასლამაზიშვილი.

GAU-ს ბიზნესის სკოლის დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს განცხადება საკვლევი თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები:

  • მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;  
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3х4 სმ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალის დედნები და მათი ასლები.

შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს;    

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტი გასაუბრებაზე გადის სკოლის (ფაკულტეტის) დროებით კომისიის წინაშე და აბარებს ინგლისური ენის B2 დონის ტესტს (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში).

გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:

  • საკვლევ თემასთან დაკავშირებით დოქტორანტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
 
გასაუბრება 2016 წლის 22 ივლისს 14:00 საათი
 
ტესტირება უცხო ენაში 2016 წლის 22 ივლისს 15:00 საათი