GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

პრესკონფერენცია - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის გახსნა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია, ზაზა რუხაძე

19 მარტს, გაუ-ში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის გახსნასთან და ბიზნესისა და სამართლის სკოლებში სიახლეებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სპეციალისტების საჭიროების წარმოჩენა თანამედროვე სახელმწიფო პრიოროტეტებიდან და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე და ბიზნესისა და სამართლის სკოლების სასწავლო პროგრამების უპირატესობების ხაზგასმა.. 

პრესკონფერენციას უძღვებოდნენ: 

  • GAU-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი
  • GAU-ს დამფუძნებელი, ბიზნესის სკოლის დეკანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის კურატორი - პროფ. თეიმურაზ ტორონჯაძე; 
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი - პროფ. მიხეილ ჩხენკელი;
  • GAU-ს დამფუძნებელი, სამართის სკოლის დეკანი - პროფ. ზაზა რუხაძე.