GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში, 2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი...

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები

27 აპრილს 17:00 საათზე „ეკო გარდენში“ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები“.

ღონისძიება GAU-ს პრეზიდენტთან, მაიკლ ქაუგილთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის მულტიმედია დიზაინის ათმა სტუდენტმა პოსტერები მწვავე სოციალურ თემატიკაზე შექმნა. 

ნამუშევრები, რომლებიც დედამიწის დღეს მიეძღვნა, ახალგაზრდების დამოკიდებულებას გამოხატავს პრობლემური საკითხების მიმართ, როგორიცაა ეკოლოგია, უსაფრთხოება და ზოგადად ადამიანის უფლებები. პოსტერების ავტორები არიან: ნიკა ტალახაძე ნიკიტა რაზუმნი ოთარ კუპრავა გიორგი ყენია ნიკა გოგუაძე ნიკოლოზ ორველაშვილი კობა გოგუა ალექს ითონიშვილი გიორგი კუკულავა გიორგი არაბული.

სტუდენტებს წარმატება მიულოცეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა კონსტანტინე კულიჯანოვმა და ლექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი ბიბილაშვილმა. ღონისძიება, რომელიც მუსიკალურად GAUბენდმა გააფორმა, საზეიმო ტორტით დასრულდა.