30 ივნისს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი. GAU-სთვის ეს კურსდამთავრებულთა მეოთხე გამოსაშვები ცერემონიალი იყო. 2012 წელს უნივერსიტეტი 100-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან 40 ბიზნესის სკოლის (33 ბაკალავრი, 7 მაგისტრი), ხოლო 60 სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის (25 ბაკალავრი, 35 მაგისტრი) კურსდამთავრებული იყო.