„მე არ ვეთანხმები შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ, მოვკვდე იმისთვის, რომ შენ მისი თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეს.“ - ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს GAU-ში ვოლტერის ეს სიტყვები გავიხსენეთ და თავისუფლების, ევროპული ლიბერალიზმის კულტურაზე ვისაუბრეთ.
GAU-მ არასამთავრობო ორგანიზაციებთან „ყოველი მეათე ჩვენგანი“ და მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო“ პარტნიორობით 16 ნოემბერს (2016) მიუძღვნა აქცია: „სიტყვა, მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება ტოლერანტობისთვის“, რომელიც მიზნად საზოგადოების მეტ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ისახავდა. აქციამ გააერთიანა მწერლის, GAU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეკატერინე ტოგონიძისსაჯარო ლექცია „ტოლერანტობა და ლიტერატურა“; უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენა და მუსიკალური ნაწილი, რომელიც ინკლუზიურმა ბენდმა EOS-მა შეასრულა.