კურსის მიზანი: კურსი აერთიანებს გამოყენებითი მათემატიკისა და სტატისტიკური პროგრამირების საკითხებს, რაც მსმენელს საშუალებას მისცემს გამოიმუშავოს მონაცემთა ანალიტიკოსის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დამოუკიდებლად წარმართოს მონაცემთა ანალიზის პროცესი, მათ შორის, სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ააგოს მარტივი ეკონომეტრიკული მოდელი და შეაფასოს მოდელისა და მისი პარამეტრების მნიშვნელოვნება. ეკონომეტრიკული მოდელებით გააანალიზოს ეკონომიკური პროცესები და მონაცემების დამუშავების საფუძველზე დაადგინოს ეკონომიკურ პროცესებს შორის რაოდენობრივი კავშირები.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ მონაცემებთან მუშაობა, აკეთებენ სტატისტიკურ ანალიზს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ბიზნესისა თუ პოლიტიკის სხვა გადაწყვეტილებების მიმღებთათვის. მათთვის, ვისაც სჭირდებათ ეფექტური იარაღი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციისთვის. გამოყენებითი მათემატიკის, სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის მიმართულების სტუდენტებისთვის, დამწყები მკვლევარებისთვის და მონაცემთა ანალიზით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.
კურსის სტრუქტურა
სასწავლო პროგრამის ფარგლებში სიღრმისეულად გავეცნობით შემდეგ საკითხებს:
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს სხვადასხვა სტრუქტურის მონაცემთა ბაზების დამუშავებას RStudio-ს გამოყენებით. კერძოდ, მათ დათვალიერებას, გაწმენდას, იმპუტაციას, ტრანსფორმაციას, მნიშვნელოვან მანიპულაციებს, ვიზუალიზაციას, სტატისტიკურ ანალიზს, მოდელირებას, პროგნოზირებას, შედეგების ინტერპრეტაციას, დასკვნებისა და რეკომენდაციების რეპორტინგს. კურსის შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც აკადემიური მიმართულებით, ასევე, სამსახურებრივ საქმიანობაში მონაცემთა ანალიზით საინტერესო მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესწავლის მიზნით.
კურსის ხანგძლივობა: კურსი მოიცავს 4 კვირას, კვირაში ორი ლექცია, თითოეული ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი (სულ: 8 ლექცია, 24 საათი). კურსის ბოლო ლექციაზე ჩატარდება გამოცდა.
კურსი 2019 წლის 13 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ლექტორები: ნინო მელითაური (სორბონის უნივერსიტეტის, კაშანის უმაღლესი სკოლისა და პარიზის ეკონომიკური სკოლის მაგისტრი) და ნატო ხალაძე(თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრი)
კურსის ღირებულება: 550 ₾
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის GAU-ს აქტიურ სტუდენტს ან კურსდამთავრებულს, ასევე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს მინ ერთი სასერტიფიკატო კურსი აქვს გავლილი.
კურსზე დასარეგისტრირებლად, შეავსეთ აპლიკაცია [1].
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge [2]
ტელ: 2 20 65 20 (313)
ბმულები:
[1] http://bit.ly/GAURStudioForm
[2] mailto:tamtanishnianidze@gau.ge