ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის მფლობელთათვის, მენეჯებისათვის, საჯარო მოხელისთვის ან კომპანიის თანამშრომლისთვის, ვისაც უწევს კორპორატიულ ქსელთან მუშაობა, ოფისში, მივლინებებსა თუ შვებულებაში ყოფნისას სამსახურებრივი ინფორმაციის დამუშავება კომპანიის ან პირად კომპიუტერსა და მობილურ მოწყობილობებზე.
კურსის მონაწილეები შეისწავლიან სახელმწიფოთა მხრიდან პოლიტიკური, სამხედრო, გეოპოლიტიკური მიზნებით წარმოებულ კიბეროპერაციებს, მათ გავლენას ბიზნესსა და კრიტიკულ სერვისებზე, კიბერუსაფრთხოების სწორი სტრატეგიის შექმნასა და მენეჯმენტის გამართული სისტემის დანერგვას. ასევე, ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კიბერჰიგიენის საფუძვლებს და შეიძენენ უსაფრთხო ონლაინ-აქტივობის გაცნობიერებულ ჩვევებს.
მიღებული ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულებს გამოადგებათ საჯარო სექტორის თუ ბიზნესის კიბერუსაფრთხების პოლიტიკის წამყვან პოზიციაზე სამუშაოდ.
როლური თამაშების, პრეზენტაციების და ლექციების საშუალებით, კურსზე განხილული იქნება შემდეგი ძირითადი თემები:
კიბერუსაფრთხოების შესავალი, ზოგადი ტერმინები და ცნებები;
მსოფლიოს და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა
კიბერდომეინი, როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სივრცე: კიბერელემენტების გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში;
კიბერტერორიზმი;
კიბერსივრცის გამოყენება პროპაგანდისა და საინფორმაციო-ფსიქოლოგური ზემოქმედებისათვის;
კიბერჰიგიენა: კომპიუტერული უსაფრთხოების მინიმალური წესები კომპიუტერის მომხმარებლისთვის;
დესტრუქციული კიბეროპერაციების გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბიზნეს სექტორზე - თანამედროვე ტენდენციები, რისკები და გამოწვევები;
კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტის საფუძვლები;
კურსი 19 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ტრენინგს გაუძღვება პრაქტიკოსი ტრენერი ანდრო გოცირიძე, რომელიც მონაწილეებს გაუზარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ მოხდა კონკრეტულ სიტუაციებში უსაფრთხოების პრობლემების წარმოშობა, მათი გადაჭრა და უსაფრთხოების სამომავლო დაცვა.
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი და ოთხშაბათი 19:00 – 21:30;
კურსის ღირებულებაა 420 ლარი
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა [1] ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10) [2]
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 ნოემბერი!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge [3]
ტელ: 2 20 65 20 (313)
ბმულები:
[1] https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfgeXL24HZToR4U-_MggSXrwvy1Lr130uHTLyywyIP4pzNhiw/viewform
[2] http://gau.ge/ge/contact
[3] mailto:tamtanishnianidze@gau.ge