ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 2009 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე სტუდენტურმა თვითმმართველობამ არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შექმნა და განახორციელა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა თანამშრომლობს, როგორც სახელწიფო დაწესებულებებთან ასევე კერძო ორგანიზაციებთან, რისი საშუალებითაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიზანია, სტუდენტებს ხელი შეუწყოს და შესთავაზოს აქტიური ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებით. თვითმმართველობის ძირითადი მიმართულებებია: განათლება და მეცნიერება, სპორტი, ტურიზმი, სტუდენტების უფლებების დაცვა, კულტურა და სხვა... კრეატიულსა თუ თავისუფალ პროექტებზე მუშაობა.
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი: სანდრო კახიძე
საკონტაქტო ნომერი: 577 95 50 55
სახელი, გვარი: სანდრო კახიძე მიზანი თვითმმართველობაში: „ჩემი მიზანია ვიზრუნო სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, განვახორციელო პროექტები რომლებშიც სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართულნი და დავეხმარო მათ საკუთარი უნარჩვევების გამჟღავნებაში. ჩემი მიზანია ვიზრუნო სტუდენტურ ცხოვრებაზე თვითმმართველობაში“ |
სახელი, გვარი: გიორგი ხმალაძე მიზანი თვითმმართველობაში: „ ჩემი მიზანია, რომ სტუდენტებს შევუქმნა ის გარემო რომელიც სწავლის გარდა გართობის საშუალებასაც მისცემს“ |
სახელი, გვარი: გიორგი მკერვალიშვილი მიზანი თვითმმართველობაში: „ჩემი მიზანია გავააქტიურო სტუდენტური ცხოვრება გაუ-ში და სამახსოვრო დღეები ვაჩუქო გაუელებს“ |
სახელი, გვარი: ანი ნოზაძე მიზანი თვითმმართველობაში: „ჩემი მიზანია გავუხალისო გაუ-ს სტუდენტებს დატვირთული სასწავლო წლები“ |
გაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წინამორბედი პრეზიდენტები:
თენგო თევზაძე (2009-2011)
ლევან ხიზანიშვილი (2011-2012)
რატი ქირია (2012-2013)
თორნიკე ლომთაძე (2013-2014)