საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლა
ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული საგრანტო კოეფიციენტია: 15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად
კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:
- რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)
- ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)
- ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)
- წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)
როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა?
საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის საგრანტო კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:
18⁄20*15 + 13⁄17*15 + 14⁄20*15 + 19⁄20*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1