GAU - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გვერდი საიტიდან GAU - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (http://old.gau.ge)

მთავარი > პარტნიორები > პროგრამა GAU+აშშ

პროგრამა GAU+აშშ

GAU აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალ, უნიკალურ პროგრამას გთავაზობს.

გახდი GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ან ბიზნესის სკოლის [1] სტუდენტი, დაამთავრე ბაკალავრიატი წარჩინებით და GAU-ს რეკომენდაციის საფუძველზე მოგეცემა შესაძლებლობა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში:

  • ჰარვარდის  უნივერსიტეტი (Harvard University) [2]
  • პრინსტონის  უნივერსიტეტი (Princeton University) [3]
  • პენსილვანიის  უნივერსიტეტი (University of Pennsylvania) [4]
  • იელის  უნივერსიტეტი (Yale University) [5]
  • კოლუმბიის  უნივერსიტეტი (Columbia University) [6]
  • ბრაუნის  უნივერსიტეტი (Brown University) [7]
  • კორნელის  უნივერსიტეტი (Cornell University) [8]
  • ჯონს  ჰოპკინსის  უნივერსიტეტი (Johns Hopkins University) [9]
  • მასაჩუსეტსის  ტექნოლოგიის  ინსტიტუტი (MIT) [10]
  • ნიუ  იორკის  უნივერსიტეტი (NYU) [11]

GAU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც ასეთი პროგრამა არსებობს, ამის მიზეზია GAU-ს სასწავლო პროგრამებისა და ჩამოთვლილი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების კურსებისა და კრედიტების თანხვედრა და GAU-ს კონტაქტები აღნიშნულ უნივერსიტეტებთან, რაც ნიშნავს, რომ GAU-ს რეკომენდაციას ცნობენ და აღიარებენ ამ უნივერსიტეტებში.

პროგრამის ფარგლებში GAU უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას GRE-ისა და TOEFL-ის  გამოცდებისათვის, რაც აუცილებელია ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისათვის.  

პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, ყველა წარჩინებულ სტუდენტს მიეცემა შანსი სწავლა გააგრძელოს ჩამოთვლილი უნივერსიტეტებიდან ერთერთში.


გვერდის მისამართი: (07/02/2022 - 00:29-ის მდგომარეობით): http://old.gau.ge/ge/schools/natural-sciences-and-engineering/bachelors/gau-and-us-leading-universities

ბმულები:
[1] http://gau.ge/schools/business
[2] http://www.harvard.edu/
[3] http://www.princeton.edu/main/
[4] http://www.upenn.edu/
[5] http://www.yale.edu/
[6] http://www.columbia.edu/
[7] http://www.brown.edu/
[8] http://www.cornell.edu/
[9] http://www.jhu.edu/
[10] http://web.mit.edu/
[11] http://www.nyu.edu/