პროგრამის სახელწოდება |
მშენებლობა |
საფეხური |
ბაკალავრიატი |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია |
ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში |
პროგრამის ხელმძღვანელი |
ოთარ ჩაკვეტაძე |
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის კვალიფიკაციას, მის სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.
მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.
მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი პროფილი. პროგრამა შედგება სავალდებულო, არჩევითი და თავისუფალი კომპონენტებისაგან.
მშენებლობის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი.
წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
სავალდებულო სასწავლო კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 228 კრედიტს.
არჩევით კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 12 კრედიტს. არჩევითი სასწავლო კომპონენტი შედგება ზოგადი უნარების განსავითარებელ სასწავლო კურსებისაგან 27 კრედიტის მოცულობით.
თავისუფალ კომპონენტი მოიცავს 12 კრედიტს, რომლის დაგროვებაც სტუდენტს შეუძლია პროგრამის არჩევითი კომპონენტის ნაცვლად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
პროგამა ითვალისწინებს კვლევით კომპონენტსაც (საკვალიფიკაციო ნაშრომი) 18 კრედიტის მოცულობით.
სწავლების ენა
ქართული და ინგლისური
პროგრამის მიზანი
საქართველოს თანამედროვე განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამშენებლო დარგს, რომლის აღმავლობისათვის საჭიროა ისეთი თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლა, რომელიც საშუალებას მისცემს ინჟინერიის ბაკალავრს აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო, სამრეწველო, ჰიდროტექნიკურ, საგზაო-სატრანსპორტო დანიშნულების შენობა-ნაგებობათა დაპროექტებაში, აგებაში, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული სამუშაოების ჩატარებაში. კურსდამთავრებული კონკურენციას გაუწევს ანალოგიური პროფილის უცხოელ სპეციალისტებს საერთაშორისო ბაზარზე. შეძლებს უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან კომუნიკაციას და ერთობლივ საქმიანობას.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია გამოუმუშაოს სტუდენტებს:
სამრეწველო თუ სამოქალაქო ნაგებობებისათვის ოპტიმალური კონსტრუქციული სქემების საერთაშორისო ნორმებითა და გამოთვლითი კომპლექსების გამოყენებით გაანგარიშების და დაპროექტების, აგრეთვე მათ განხორციელებაში მონაწილეობის უნარი.
პროგრამაზე დაშვების წინა პირობა
ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და ჩაბარებული აქვს გამოცდა ინგლისურ ენაში.
დასაქმების სფერო
ბაკალავრს შეუძლია წარმატებით იმუშაოს ყველა იმ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მშენებლობასთან, როგორიცაა:
საპროექტო ფირმები, სამშენებლო ფირმები, საშენი მასალების და ნაკეთობების მწარმოებელი ფირმები, შენობა-ნაგებობათა აღდგენა-სარეკონსტრუქციო ფირმები, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ჰიდროელექტრო სადგურები, საგზაო საავტომობილო სამშენებლო ფირმები, ჰიდროტექნიკური ნაგებობათა მშენებლობის სფერო; სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც კურირებენ ქალაქგეგმარებას, მშენებლობას, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების წარმოებას, მშნებლობის ხარისხის კონტროლს და სხვ.
საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.
სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი და დარგობრივი)
ზოგადი კომპეტენციები:
დარგობრივი კომპეტენციები:
ა) ცოდნა და გაცნობიერება
თანამედროვე მრავალსართულიანი და სივრცითი კონსტრუქციული სისტემების გაანგარიშებასა და პროექტირებას კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით;
ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
დასკვნის უნარი
კომუნიკაციის უნარი
სწავლის უნარი
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები
შეფასების სისტემა
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;
სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.
სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის მიხედვით:
დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი:
(B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%:
(C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%:
(D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%:
(E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%:
უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41- 50%;
(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
(FX) ვერ ჩააბარა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;
სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;
სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;
დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით;
შუალედურ შეფასებაში სავალდებულოა ორი შუალედური გამოცდის გათვალისწინება, რომელთა შეფასებათა ჯამი 40 ქულის ტოლია (თითოეული 20-20 ქულა);
შუალედური შეფასების 20 ქულის განაწილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე ტესტირებას, სემინარებზე, პრაქტიკულ მეცადინოებებზე აქტივობას, წარმოებს სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და დეტალურად გაიწერება სილაბუსში კურსის წამყვანი პროფესორის მიერ;
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა;
სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები;
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).
კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები
მატერიალური რესურსი:
ადამიანური რესურსი:
დანართი 1 [1]: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.
დანართი 2: CV - ოთარ ჩაკვეტაძე
ბმულები:
[1] http://old.gau.ge/sites/default/files/uploads/danarti_1.docx
[2] http://gau.ge/ge/schools/natural-sciences-and-engineering/bachelors/construction-programme-syllabus